1.კონფისკაციის ორდერის მე-13 მუხლის შესაბამისად მიღებისა და აღსრულების პროცედურები განისაზღვრება თხოვნის მიმღები მხარის სამართლით.

2.თხოვნის მიმღები მხარე შებოჭილი იქნება მოძიებული ფაქტებით იმ ზომით, რითაც ისინი განსაზღვრულნი იქნებიან თხოვნის გამგზავნი მხარის განაჩენში ან სასამართლო გადაწყვეტილებაში ან იმ ზომით,რითაც შესაბამისი განაჩენი ან სასამართლო გადაწყვეტილება ფაქტობრივად ეფუძნება ამ ფაქტებს.

3.თითოეულ მხარეს, ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო, მიღების, მოწონების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული დეკლარაციის საშუალებით, შეუძლია განაცხადოს,რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტი გამოიყენება მხოლოდ მისი კონსტიტუციური პრინციპებისა და სამართლებრივი სისტემის ძირითადი კონცეფციების დაცვით.

4.თუკი კონფისკაცია შედგება ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნისაგან,თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოები მოახდენენ შესაბამისი თანხის კონვერტაციას ამ მხარის ვალუტაში გადაცვლის იმ კურსით,რომელიც დადგენილი იყო კონფისკაციის აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს.

5.მე-13 მუხლის 1.a პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში,მხოლოდ თხოვნის გამგზავნ მხარეს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერ მიმართვაზე კონფისკაციის ორდერის გადასინჯვის შესახე