1.ამ თავის მიხედვით თანამშრომლობაზე შეიძლება ითქვას უარი, თუ:

a)მოთხოვნილი ქმედება წინააღმდეგობაშია თხოვნის მიმღები მხარის სამართლებრივი სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებთან; ან

b)თხოვნის შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თხოვნის მიმღები მხარის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა ძირითად ინტერესებს;ან

c) თხოვნის მიმღები მხარის აზრით, იმ საქმის მნიშვნელობა, რომელსაც ეხება თხოვნა, არ ამართლებს მოთხოვნილი ღონისძიების განხორციელებას; ან

d) დანაშაული, რომელსაც ეხება თხოვნა, არის პოლიტიკური ან ფისკალური ხასიათის სამართალდარღვევა;

e)თხოვნის მიმღები მხარე მიიჩნევს,რომ თხოვნის შესაბამისად ზომების მიღება წინააღმდეგობაში იქნება ne bis in idem პრინციპთან; ან

f)დანაშაული, რომელსაც თხოვნა ეხება არ წარმოადგენს დანაშაულს თხოვნის მიმღები მხარის სამართლის მიხედვით,თუკი იგი ჩადენილია მის იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიაზე,ამასთან, მე-2 ნაწილის შესაბამისად თანამშრომლობაზე უარის თქმის ეს საფუძველი გამოიყენება მხოლოდ მაშინ,როდესაც მოთხოვნილი დახმარება ითვალისწინებს იძულების ღონისძიებებს.

2.თანამშრომლობაზე ამ თავის მე-2 ნაწილის მიხედვით,მაშინ როდესაც მოთხოვნილი დახმარება ითვალისწინებს იძულების ღონისძიებებს, და მე-3 ნაწილის მიხედვით,ასევე შეიძლება ითქვას უარი,თუ მოთხოვნილი ზომები არ შეიძლება მიღებული იქნეს თხოვნის მიმღები სახელმწიფოს შიდა სამართლი მიხედვით გამოძიებისა და სამართალწარმოების მიზნებით ანალოგიური შიდა შემთხვევის მიმართ.

3.იმ შემთხვევაში, როდესაც, თხოვნის მიმღები მხარის სამართალი ამას მოითხოვს, თანამშრომლობაზე ამ თავის მე-2 ნაწილის მიხედვით, როდესაც მოთხოვნილი დახმარება ითვალისწინებს იძულების ღონისძიებებს და მე-3 ნაწილის მიხედვით,შეიძლება ითქვას უარი,თუ მოთხოვნილი ზომები ან ნებისმიერი სხვა ზომა, რომელსაც ექნება ანალოგიური შედეგი,არ არის დაშვებული მოთხოვნილი მხარის სამართლით ან, თხოვნა არ არის სანქციონირებული მოსამართლის ან სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოქმედი სხვა სასამართლო ორგანოს მიერ, პროკურორის ჩათვლით.

4.ამ თავის მე-4 ნაწილის მიხედვით,შესაძლებელია თანამშრომლობაზე უარის თქმა,თუ:

a)თხოვნის მიმღები მხარის სასამართლო არ ითვალისწინებს კონფისკაციას იმ სახის დანაშაულის მიმართ,რომელსაც ეხება თხოვნა; ან

b)მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით აღებული ვალდებულებისათვის ზიანის მიუყენებლად,იგი წინააღმდეგობაში იქნება თხოვნის მიმღები სახელმწიფოს შიდა სამართლის იმ პრინციპებთან,რომლებიც ეხება კონფისკაციის ფარგლებს,გათვალისწინებით კავშირისა სამართალდარღვევასა და:

і.ეკონომიკურ სიკეთეს შორის,რომელიც შეიძლება კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც შემოსავალი; ან

іі.ქონებას შორის,რომელიც შეიძლება კვალიფიცირებული იქნეს,როგორც იარაღი;ან

c)თხოვნილი სახელმწიფოს სამართლის მიხედვით,გადაწყვეტილება კონფისკაციის შესახებ არ შეიძლება გამოტანილი და აღსრულებული იქნეს ხანდაზმულობის ვადის გამო;ან

d)თხოვნა არ არის დაკავშირებული ადრე გამოტანილ განაჩენთან,სასამართლო ხასიათის გადაწყვეტილებასთან ან ამგვარი გადაწყვეტილების შემცველ განცხადებასთან დანაშაულის ან რამდენიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ,რომლის საფუძველზეც გამოტანილ იქნა კონფისკაციის ორდერი ან გაგზავნილი იქნა თხოვნა; ან

e)კონფისკაცია არ შეიძლება აღსრულდეს თხოვნის გამგზავნ მხარეში,ან იგი კვლავ არის ჩვეულებრივი საშუალებებით აპელაციის საგანი;ან

f)თხოვნა დაკავშირებულია კონფისკაციის ორდერთან,რომელიც გამოტანილია იმ პირის დაუსწრებლად, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია ეს ორდერი და თუ თხოვნის მიმღები მხარის აზრით, სამართალწარმოების დროს, რომელსაც აწარმოებდა თხოვნის გამგზავნი მხარე და რომელიც მივიდა შესაბამის გადაწყვეტილებამდე, არ იყო დაცული დაცვის ის მინიმალური უფლებები, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ყველა პირისათვის.

5. ამ მუხლის 4.f პუნქტის მიზნებისათვის, გადაწყვეტილება არ მიიჩნევა მსჯავრდებულის დაუსწრებლად მიღებულად:

a) თუ იგი დადასტურებულ ან გამოტანილ იქნა შესაბამისი პირის მიერ მისი გაპროტესტების შემდეგ; ან

b)თუ იგი გამოტანილ იქნა აპელაციით, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს აპელაცია შესაბამისი პირის მიერ იქნა შეტანილი.

6.ამ მუხლის 4.f პუნქტის მიზნებისათვის, განხილვისას დაცულ იქნა თუ არა დაცვის მინიმალური უფლებები, თხოვნის მიმღები მხარე მხედველობაში მიიღებს იმ ფაქტს, ცდილობდა თუ არა შესაბამისი პირი თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისათვის, ან ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა მის დაუსწრებლად გამოტანილი გადაწყვეტილება, ირჩია თუ არა გაეკეთებინა ეს.იგივე წესი გამოიყენება, როდესაც შესაბამისი პირი, იყო რა სათანადო წესით გამოძახებული სასამართლოში, ირჩია არ გამოცხადებულიყო ან არ მიემართა თხოვნით სასამართლოში გამოცხადების დროის გადადების თაობაზე.

7. მხარე არ შეიძლება დაეყრდნოს საბანკო საიდუმლოებას, როგორც ამ თავის შესაბამისად რაიმე თანამშრომლობაზე უარის თქმის საფუძველს. როდესაც ამას მოითხოვს მისი შიდა სამართალი, მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ თხოვნა თანამშრომლობის შესახებ,რომელიც ითვალისწინებს საბანკო საიდუმლოების მოხსნას, იყოს სანქცირებული მოსამართლის ან სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოქმედი სხვა სასამართლო ორგანოს მიერ, პროკურატურის ჩათვლით.

8.ამ კონვენციის 1.a პუნქტში მითითებული უარის თქმის საფუძვლისათვის ზიანის მიუყენებლად:

a) თხოვნის მიმღებმა მხარემ არ შეიძლება მოიხმოს როგორც დაბრკოლება ამ თავის შესაბამისად თანამშრომლობისათვის ის ფაქტი, რომ ის პირი, რომელიც იმყოფება გამოძიების ქვეშ ან რომლის წინააღმდეგაც თხოვნის გამგზავნი მხარის ხელისუფლების ორგანოების მიერ გაცემულია კონფისკაციის ორდერი,წარმოადგენს იურიდიულ პირს;

b) ის ფაქტი, რომ ფიზიკური პირი, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა ორდერი შემოსავლების კონფისკაციის შესახებ შემდგომში გარდაიცვლება ან ის ფაქტი,რომ იურიდიული პირი,რომლის წინააღმდეგაც გამოტანილი იქნა ორდერი შემოსავლების კონფისკაციის შესახებ,შემდგომში შეწყვეტს არსებობას, არ შეიძლება მოხმობილ იქნეს, როგორც დაბრკოლება მე-13 მუხლის 1.a პუნქტის შესაბამისად დახმარების გაწევისათვი