1. ცენტრალური ორგანოები პირდაპირ დაუკავშირდებიან ერთმანეთს.
2. გადაუდებელ შემთხვევაში, ამ თავის შესაბამისად გაკეთებული თხოვნები ან შეტყობინებები შეიძლება გაეგზავნოს პირდაპირ თხოვნის გამგზავნი მხარის სასამართლო ორგანოების მიერ, პროკურორის ჩათვლით, თხოვნის მიმღები მხარის ანალოგიურ ორგანოებს. ასეთ შემთხვევებში, ასლი იმავდროულად ეგზავნება თხოვნის მიმღები მხარის ცენტრალურ ორგანოს, თხოვნის გამგზავნი მხარის ცენტრალური ორგანოს მეშვეობით.
3. ნებისმიერი თხოვნა ან შეტყობინება ამ მუხლის 1–ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად შეიძლება გაკეთებულ იქნეს საერთაშორისო სისხლის სამართლის პოლიციის (Interpol) მეშვეობით.
4.როდესაც თხოვნა გაკეთებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მისი მიმღები ორგანო არ არის უფლებამოსილი განიხილოს იგი, ეს უკანასკნელი გადასცემს თხოვნას ეროვნულ კომპეტენტურ ორგანოს და პირდაპირ შეატყობინებს თხოვნის გამგზავნ მხარეს ამის შესახებ.
5.ამ თავის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაკეთებული თხოვნები ან შეტყობინებები, რომლებიც არ ითვალისწინებენ იძულების ზომებს, თხოვნის გამგზავნი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ შეიძლება პირდაპირ გადაეცეს თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოებ