1.თხოვნის მიმღები მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს თხოვნის გამგზავნ მხარეს:
a) ამ თავის შესაბამისად მიღებული თხოვნის საფუძველზე ღონისძიების დაწყების შესახებ;
b) თხოვნის საფუძველზე განხორციელებული ღონისძიების საბოლოო შედეგის შესახებ;
c) ამ თავის შესაბამისად მოთხოვნილი დახმარების მიმართ ნაწილობრივი ან მთლიანი უარის,დახმარების გაწევის გადადების ან პირობითი დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე;
d) ნებისმიერი გარემოების შესახებ,რომელიც შეუძლებელს ხდის მოთხოვნილი ღონისძიების გატარებას ან რომელიც მნიშვნელოვანი ვადით სდებს მის განხორციელებას;და
e) იმ შემთხვევაში,თუკი ამ თავის მე-2 და მე-3 ნაწილის მიხედვით გაკეთებული თხოვნის შესაბამისად მიღებული იქნა წინასწარი ზომები,მისი კანონმდებლობის იმ დებულებების შესახებ,.რომლებიც ავტომატურად მოითხოვენ წინასწარი ზომების შეწყვეტას.
2. თხოვნების გამგზავნი მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს თხოვნის მიმღებ მხარეს:
a)ნებისმიერი განხილვის, გადაწყვეტილების ან რაიმე სხვა ფაქტის შესახებ,რომლის მიზეზითაც კონფისკაციის ორდერი ნაწილობრივ ან მთლიანად კარგავს ძალას;და
b)ნებისმიერი ფაქტობრივი ან იურიდიული ცვლილების შესახებ,რისი მიზეზითაც ამ თავის შესაბამისად ზომის მიღება არ იქნება გამართლებული.
3.როდესაც მხარე,ერთი და იმავე თხოვნის საფუძველზე მოითხოვს კონფისკაციას ერთზე მეტ მხარეში,იგი ამის შესახებ აცნობებს ყველა მხარეს,რომლებსაც ეხებათ ორდერის აღსრულებ