1.თხოვნის გამგზავნ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს თხოვნის მიმღებ მხარეს,რომ მან საიდუმლოდ შეინახოს ფაქტები და თხოვნის არსი იმ ზომით,რაც აუცილებელია თხოვნის შესასრულებლად,თუკი თხოვნის მიმღები მხარე ვერ შეძლებს შეასრულოს კონფიდენციალობის მოთხოვნა,იგი დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ თხოვნის გამგზავნ მხარს.
2.თხოვნის მიმღები მხარე,თუკი ეს არ ეწინააღმდეგება მისი შიდა სამართლის ძირითად პრინციპებს და მას ასე სთხოვენ,საიდუმლოდ შეინახავს თხოვნის გამგზავნი მხარის მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ მტკიცებულებასა და ინფორმაციას,გარდა იმ შემთხვევისა,როცა მისი გამჟღავნება აუცილებელია თხოვნაში მითითებული გამოძიებისა და სამართალწარმოებისათვის.
3.მისი შიდა სამართლის დებულებების გათვალისწინებით,მხარე,რომელმაც მიიღო ინფორმაცია მე-10 მუხლის შესაბამისად,შეასრულებს ინფორმაციის მომწოდებელი მხარის ნებისმიერ მოთხოვნას კონფიდენციალობასთან დაკავშირებ