1. ამ თავის შესაბამისად გაკეთებულმა ნებისმიერმა თხოვნამ დახმარების თაობაზე უნდა მიუთითოს:

a) ორგანო,რომელიც აკეთებს თხოვნას და ის ორგანო,რომელიც ახორციელებს გამოძიებას ან სამართალწარმოებას;

b) თხოვნის ობიექტი და მიზეზები;

c) საკითხები, შესაბამისი ფაქტების ჩათვლით (ისეთები,როგორიცაა დანაშაულის ჩადენის თარიღი, ადგილი და გარემოებები), რომლებსაც ეხება მიმდინარე გამოძიება ან სამართალწარმოება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საქმე ეხება სასამართლო დოკუმენტების გადაცემას;

d) იმ ზომით, რითაც თანამშრომლობა მოითხოვს იძულების ღონისძიებების გამოყენებას:

і) კანონის ტექსტი,ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში,გამოსაყენებელი კანონის დასახელება;და

іі) განცხადება,რომ მოთხოვნილი ღონისძიება ან ნებისმიერი სხვა ზომა. რომელსაც ექნება ანალოგიური შედეგი,შეიძლება მიღებულ იქნეს თხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი სამართლის შესაბამისად;

e) აუცილებლობის შემთხვევაში და შესაძლებლობისამებრ:

і) დეტალები შეასაბამისი პირისა და პირების შეასხებ,მათი სახელების,დაბადების ადგილისა და თარიღის, ეროვნების და ადგილსამყოფლის, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში,მისი შტაბბინის შესახებ; და

іі) ინფორმაცია იმ ქონების შესახებ,რომლის მიმართაც მოითხოვება თანამშრომლობა, ამ ქონების ადგილმდებარეობის, შესაბამის პირთან ან პირებთან და დანაშაულთან კავშირის შესახებ, ასევე ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ ქონებაზე სხვა პირთა უფლებების შესახებ;და

f) ნებისმიერი კონკრეტული პროცედურა, რომლის დაცვაც სურს თხოვნის გამგზავნ მხარეს.

2. თხოვნა მე-3 ნაწილის მიხედვით წინასწარი ზომების მიღების თაობაზე,რომელიც ეხება იმ ქონებაზე ყადაღის დადებას,რომლის მიმართაც შეიძლება გამოტანილ იქნეს კონფისკაციის ორდერი გარკვეული ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნის ფორმით,ასევე მიუთითებს მაქსიმალურ თანხას,რომელიც მიღებული უნდა იქნეს ამ ქონების ხარჯზე.

3. 1–ლ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, მე-4 ნაწილის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი თხოვნა უნდა შეიცავდეს:

a)მე-13 მუხლის 1.a პუნქტთან დაკავშირებით:

і)თხოვნის გამგზავნი მხარის სასამართლოს მიერ მიღებული კონფისკაციის ორდერის დამოწმებულ ნამდვილ ასლს და განცხადებას იმ საფუძვლების შესახებ,რაზეც გაცემული იქნა კონფისკაციის ორდერი,იმ შემთხვევაში,თუ ისინი არ არიან მითითებულნი თავად ორდერში;

іі)თხოვნის გამგზავნი მხარის კომპეტენტური ორგანოს დასკვნას იმის თაობაზე,რომ კონფისკაციის ორდერი აღსრულებადია და არ ექვემდებარება ჩვეულებრივი წესით გასაჩივრებას;

ііі)ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ზომით მოითხოვება ორდერის აღსრულება;

და

iv) ინფორმაციას წინასწარი ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ;

b)მე-13 მუხლის 1. b პუნქტის შემთხვევაში ფაქტების განცხადებას, რომელსაც ეყრდნობა თხოვნის გამგზავნი მხარე და რომელიც საკმარისი უნდა იქნეს, რათა თხოვნის მიმღებმა მხარემ დააყენოს საკითხი მისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად ორდერის გაცემის შესახებ;

c)თუკი მესამე პირებს ჰქონდათ უფლება განეცხადებინათ თავიანთი უფლებების შესახებ,დოკუმენტები,რომლებიც ადასტურებენ ამგვარ შესაძლებლობა