1.თხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია თხოვნის აღსრულების პირობად დააყენოს მიღებული ინფორმაციის ან მტკიცებულებების არგამოყენება ან არგადაცემა მისი წინასწარი თანხმობის გარეშე თხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს ორგანოების მიერ შესაბამის თხოვნაში მითითებული გამოძიებისა და სამართალწარმოების გარდა.

2.თითოეულ მხარეს,ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო,მიღების,მოწონების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს,ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული დეკლარაციის საშუალებით შეუძლია განაცხადოს,რომ მისი წინასწარი თანხმობის გარეშე,მის მიერ ამ თავის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაცია ან მტკიცებულებები არ შეიძლება იყოს გამოყენებული ან გადაეცეს თხოვნის გამგზავნი მხარის ორგანოების მიერ სხვა გამოძიებას ან სამართალწარმოებას,იმის გარდა,რომელიც მითითებულია თხოვნაშ