1.თუ თხოვნა არ შეესაბამება ამ თავის დებულებებს,ან თუ მასში მითითებული ინფორმაცია არ არის საკმარისი იმისათვის,რომ თხოვნის მიმღებმა მხარემ მიიღოს გადაწყვეტილება მის შესახებ,ამ მხარეს შეუძლია სთხოვოს თხოვნის გამგზავნ მხარეს შეიტანოს ცვლილებები თხოვნაში ან შეავსოს იგი დამატებითი ინფორმაციით.
2. თხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია დააწესოს ვადა ამგვარი ცვლილებების ან ინფორმაციის მიღებაზე.
3. ამ თავის მე-4 ნაწილის შესაბამისად გაკეთებულ თხოვნასთან დაკავშირებით მოთხოვნილი დამატებების ან ცვლილებების მიღებამდე,თხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია მიიღოს ამ თავის მე-2 ან მე-3 ნაწილში განსაზღვრული ნებისმიერი ზომ