1.მხარეები გაუწევენ ერთმანეთს მაქსიმალურ დახმარებას სასამართლო დოკუმენტების იმ პირებისათვის გადაცემის საქმეში, რომლებსაც ეხებათ წინასწარი ზომები და კონფისკაციის ორდერი.

2.არაფერი, გათვალისწინებული ამ მუხლში, მოწოდებულია შეზღუდოს:

a)სასამართლო დოკუმენტების გაგზავნის შესაძლებლობა ფოსტით პირდაპირ იმ პირებისათვის, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ;

b)გამგზავნი მხარის სასამართლო მოხელეების, თანამდებობის პირების ან ხელისუფლების სხვა კომპეტენტური ორგანოების შესაძლებლობა მოახდინონ სასამართლო დოკუმენტების ეფექტური გადაცემა პირდაპირ ამ მხარის საკონსულო ორგანოების ან დანიშნულების მხარის სასამართლო მოხელეების, თანამდებობის პირების ან ხელისუფლების სხვა კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, თუ დანიშნულების მხარე არ გააკეთებს ამის საწინააღმდეგო დეკლარაციას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო, მიღების, მოწონების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს.

3.სასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ მყოფი იმ პირებისათვის გადაცემის დროს, რომლებსაც ეხებათ წინასწარი ზომები ან გამგზავნ სახელმწიფოში მიღებული კონფისკაციის ორდერები, ეს მხარე მიუთითებს, თუ დაცვის რა საშუალებებია უზრუნველყოფილი მისი სამართლით ამ პირებისათვი