1.მხარე,რომელიც მიიღებს მეორე მხარის თხოვნას მის ტერიტორიაზე არსებული იარაღებისა და შემოსავლების კონფისკაციის თაობაზე:

a)აღასრულებს თხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს სასამართლოს მიერ გამოტანილ კონფისკაციის ორდერს ამგვარი იარაღებისა და შემოსავლების მიმართ;ან

b)გადასცემს თხოვნას მისი ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს იმ მიზნით,რომ გაცემულ იქნეს კონფისკაციის ორდერი და თუკი ასეთი ორდერი გაცემული იქნა,აღასრულოს იგი.

2.ამ მუხლის 1.b პუნქტის გამოყენების მიზნებისათვის,ნებისმიერ მხარეს,აუცილებლობის შემთხვევაში,აქვს მისი საკუთარი სამართლის მიხედვით კონფისკაციასთან დაკავშირებული სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება.

3.ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები ასევე გამოიყენება კონფისკაციის იმ ფორმის მიმართ,რომელიც შეიცავს მოთხოვნას შემოსავლების ღირებულების შესაბამისი ფულადი თანხის გადახდის თაობაზე,თუ ქონება,რომლის მიმართაც კონფისკაცია უნდა განხორციელდეს,თხოვნის მიიღები სახელმწიფოს ტერიტორიაზეა.ამგვარ შემთხვევებში,თუ კი გადახდა ვერ იქნება უზრუნველყოფილი 1-ლი პუნქტის შეასაბამისად კონფისკაციის აღსრულებისას,თხოვნის მიმღები მხარე მიმართავს სათანადო სარჩელს ნებისმიერ ქონებაზე,რომელიც ხელმისაწვდომი იქნა ამ მიზნით.

4.თუ თხოვნა კონფისკაციის თაობაზე ეხება ქონების რომელიმე ცალკეულ ნაწილს,მხრეები შეიძლება შეთანხმდნენ,რომ თხოვნის მიმღებმა მხარემ აღასრულოს კონფისკაცია ქონების ღირებულების შესაბამისი ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნის ფორმი