1. 23-ე მუხლის მიხედვით კონფისკაციის უფლების მოპოვების და განხორციელების პროცედურები რეგულირდება მოთხოვნის მიმღები მონაწილის სამართლით.
2. მოთხოვნის მიმღები მონაწილისათვის სავალდებულოა ფაქტებთან დაკავშირებული მოპოვებული მტკიცებულებები, იმდენად რამდენადაც ისინი დადგენილია მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოში გამოტანილ მსჯავრდებებში ან სასამართლო გადაწყვეტილებებში, ან იმდენად, რამდენადაც ასეთი მსჯავრდება ან სასამართლო გადაწყვეტილება პრეზუმფციულად ეფუძნება მათ.
3. თითოეულ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების მეშვეობით შეუძლია განაცხადოს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტი გამოიყენება მხოლოდ მისი კონსტიტუციური პრინციპებისა და სამართლებრივი სისტემის ძირითადი კონცეფციების დაცვით.
4. თუ კონფისკაცია შეიცავს ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნას, მოთხოვნის მიმღები მონაწილის კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ შესაბამისი თანხის კონვერტირება ამ მონაწილის ვალუტაში გადაცვლის იმ კურსით, რომელიც დადგენილია კონფისკაციის აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს.
5. 23-ე მუხლის 1.(a) პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მარტო მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება კონფისკაციის ბრძანების გადასინჯვის შესახებ ნებისმიერ მიმართვაზ