1. წინამდებარე კონვენციის 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად, კონვენციის მონაწილის მიერ ჩამორთმეული ქონების განკარგვა ხდება ამ მონაწილის მიერ მისი შიდა სამართლის და ადმინისტრაციული პროცედურების შესაბამისად.
2. წინამდებარე კონვენციის 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად, სხვა მონაწილის მიერ გაკეთებულ მოთხოვნაზე რეაგირებისას, მონაწილეები ვალდებულნი არიან მათი შიდა სამართლით დაშვებულ ფარგლებში და თუ ამგვარად მოთხოვნილია პრიორიტეტი მიანიჭონ მოთხოვნის წარმდგენი მონაწილისათვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას იმგვარად, რომ მან შეძლოს კომპენსაცია მისცეს დანაშაულის მსხვერპლთ ან დაუბრუნოს ასეთი ქონება მათ კანონიერ მესაკუთრეებს.
3. წინამდებარე კონვენციის 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად, სხვა მონაწილის მიერ გაკეთებულ მოთხოვნაზე რეაგირებისას, ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია განსაკუთრებულად გაითვალისწინოს შეთანხმებების ან მორიგებების დადება სხვა მონაწილეებთან, რეგულარულ საფუძველზე ან კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთი ქონების განაწილების შესახებ, მისი შიდა სამართლის ან ადმინისტრაციული პროცედურების შესაბამისა