1. მონაწილეებმა ერთმანეთს უნდა გაუწიონ მაქსიმალური ურთიერთდახმარება დოკუმენტების იმ პირებისათვის გადაცემის საქმეში, რომლებსაც ეხებათ წინასწარი ზომები და კონფისკაცია.
2. ან მუხლში არაფერი გულისხმობს შეზრუდოს:
a) სასამართლო დოკუმენტების გაგზავნის შესაძლებლობა, ფოსტის მეშვეობით, უშუალოდ საზღვარგეარეთ მყოფი პირებისათვის;
b) გამზავნი მონაწილის სასამართლო მოხელებიის, თანმდებობის პირების ამ წარმოშობის მონაწილის სხვა კომპეტენტური ორგანოების შესაძლებლობა განახორციელოს სასამართლო დოკუმენტების გადაცემა პირდაპირ (უშუალოდ) ამ მონაწილის საკონსულო ორგანოების მეშვეობით დანიშნულების მონაწილის სასამართლო მოხელეების, თანამდებობის პირების, და სხვა კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით. თუ დანიშნულების მონაწილე სახელმწიფო არ გააკეთებს ამის საწინააღმდეგო განცხადებას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას.
3. საზღვარგარეთ მყოფი პირებისათვის, რომლებსაც ეხებათ წინასწარი ზომები ან გამგზავნი მონაწილე სახელმწიფოში გამოტანილი კონფისკაციის ბრძანება სასამართლო დოკუმენტების გადაცემისას, ამ მონაწილემ უნდა მიუთოთოს დაცვის რა საშუალებები არის გათვალისწინებული მისი სამართლით ამ პირებისათვი