1. მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით თანამშრომლობის შესახებ თხოვნის განხილვის დროს, მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ უნდა აღიაროს მოთხოვნის წარმდგენ კონვენციის მონაწილის ტერიტორიაზე გამოტანილი ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება.

2. გადაწყვეტილების აღიარებაზე უარი შესაძლებელია თუ:

a)  მესამე მხარებს არ ჰქონდათ მათი უფლებების დასაცავად სათანადო შესაძლებლობა; ან

b)  ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოში უკვე გამოტანილ ანალოგიურ გადაწყვეტილებას; ან

c)   ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღებ მონაწილის საზოგადოებრივ წესრიგს; ან

d)   გადაწყვეტილება მიღებული იქნა მოთხოვნის მიმღები მონაწილის  სამართლით გათვალისწინებული განსაკუთრებული იურისდიქციის შესახებ დებულებების საწინააღმდეგო.

ნაწილი 7. პროცედურული და სხვა ზოგადი ნორმე