1. ამ თავის მიხედვით, თანამშრომლობაზე უარი შესაძლებელია, თუ:

a)  მოთხოვნილი ქმედება ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მონაწილის სამართლებრივი სისტემის ძირითად პრინციპებს; ან

b) მოთხოვნის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მოთხოვნის მიმღები მონაწილის სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ  წესრიგს ან სხვა სასიცოცხლო ინტერესებს; ან

c)   მოთხოვნის მიმღები მონაწილის აზრით, იმ საქმის მნიშვნელობა, რომელსაც ეხება მოთხოვნა, არ ამართლებს მოთხოვნილი ზომების მიღებას; ან

d)  დანაშაული, რომელსაც ეხება მოთხოვნა, არის ფისკალური ხასიათის, გარდა ტერორიზმის დაფინანსების;

e) დანაშაული, რომელსაც ეხება მოთხოვნა, არის პოლიტიკური ხასიათის, გარდა ტერორიზმის დაფინანსებისა; ან

f)   მოთხოვნის მიმღები მონაწილე მიიჩნევს, რომ მოთხოვნის შესაბამისად ზომების მიღება წინააღმდეგობაში მოვა ne bis in idem პრინციპთან; ან

g) დანაშაული, რომელსაც ეხება მოთხოვნა, არ ჩაითვლება დანაშაულად მოთხოვნის მიმღები მონაწილის სამართლის მიხედვით, ჩადენილი რომ ყოფილიყო მისი იურისდიქციის ფარგლებში. თუმცა მე-2 ნაწილის მიხედვით თანამშრომლობაზე უარის ეს საფუძვლები გამოიყენება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მოთხოვნილი დახმარება მოიცავს იძულების ზომას. როდესაც ამ თავის მიხედვით თანამშრომლობისათვის მოითხოვება ორმაგი კრიმინალიზაციის არსებობა, ეს მოთხოვნა უნდა ჩაითვალოს შესრულებულად, მიუხედავად იმისა, ორივე მონაწილე ათავსებ თუ არაა დანაშაულებს ერთსა და იმავე კატეგორიაში ან აღნიშნავს თუ არა ამ დანაშაულს ერთი და იმავე ტერმინით, იმ პირობით, რომ ორივე მონაწილე დანაშაულად აღიარებს ქმედებას, რომელიც ქმნის დანაშაულს.

2. ამ თავის მე-2 ნაწილის მიხედვით თანამშრომლობა, იმდენად, რამდენადაც ეს დახმარება გულისხმობს იძულების ზომას და მე-3 ნაწილის მიხედვით, ასევე შესაძლებელია უარის თქმა, თუ მოთხოვნილი ზომები არ შეიძლება მიღებულ იქნეს მოთხოვნის მიმღები მონაწილის შიდა სამართლის მიხედვით, გამოძიების ან სამართლებრივი დევნის მიზნებისათვის, რომ ყოფილიყო მსგავსი შიდა საქმე.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები მონაწილის სამართალი ამგვარად მოითხოვს, მე-2 ნაწილის მიხედვით თანამშრომლობა, როდესაც მოთხოვნილი დახმარება მოიცავს იძულების ზომას და ამ თავის მე-3 ნაწილის მიხედვით, ასევე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მოთხოვნილი ზომები ან ნებისმიერი სხვა ზომები, რომლებსაც ექნება ანალოგიური შედეგი არ იქნება მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის სამართლის მიხედვით დაშვებული ან, რამდენადაც ეს ეხება მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნა არ არის სანქციონირებული მოსამართლის ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაზე კანონით უფლებამოსილი სხვა ორგანოს მიერ, პროკურორების ჩათვლით, ასევე, არც ამ ნებისმიერი ორგანოების მიერ, რომლებიც მოქმედებენ სისხლის სამართლის დანაშაულებთან.

4. ამ თავის მე-4 ნაწილის მიხედვით თანამშრომლობაზე უარი ასევე შესაძლებელია, თუ

a) მოთხოვნის მიმღები მონაწილის სამართლის მიხედვით არ არის გათვალისწინებული კონფისკაცია იმ სახის დანაშაულთან დაკავშირებით, რომელსაც მოთხოვნა ეხება; ან

b)  23-ე მუხლის მე-3 პუნქტით აღებული ვალდებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, იგი წინააღმდეგობაში იქნება კონფისკაციის ფარგლებთან მოთხოვნის მიმღები მონაწილის შიდა სამართლის პრინციპებთან, გათვალისწინებით რაც ეხება კავშირის დანაშაულსა და:

i.  ეკონომიკურ სიკეთეს შორის, რომელიც შეიძლება კვალიფიცირებულ იქნეს როგორც დანაშაულებრივი შემოსავალი; ან

ii.  ქონებას შორის, რომელიც შეიძლება კვალიფიცირებული იქნას, როგორ დანაშაულის ჩადენის საშუალებები; ან

c)  მოთხოვნის მიმღები მონაწილის სამართლის მიხედვით კონფისკაცია არ შეიძლება დაკისრებულ ან აღსრულებულ იქნეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; ან

d) 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გარეშე, მოთხოვნა დაკავშირებული არ არის ადრე გამოტანილ მსჯავრდებასთან ან სასამართლო ხასიათის გადაწყვეტილებასთან ან ასეთი განცხადების შემცველ გადაწყვეტილებასთან, რომ ჩადენილი იქნა დანაშაული ან რამდენიმე დანაშაული, რომელთა საფუძველზეც გამოტანილი იქნა კონფისკაციის ბრძანება ან იქნა მოთხოვნილი; ან

e)  კონფისკაცია ან არ ექვემდებარება აღსრულებას მოთხოვნის არმდგენ მონაწილის ტერიტორიაზე ან ჯერ კიდევ ექვემდებარება აპელაციას; ან

f)   მოთხოვნა დაკავშირებულია კონფისკაციის ბრძანებასთან, რომელიც გამოტანილია იმ პირის დაუსწრებლად, რომლის წინააღმდეგაც იქნა ეს ბრძანება გამოტანილი და მოთხოვნის მიმღები მონაწილის აზრით, მოთხოვნი წარმდგენი მონაწილის მიერ განხორციელებული სამართალწარმოება, რომელსაც მოჰყვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელშიც არ იყო დაკმაყოფილებული ბრალდებულის ის მინიმალური უფლებები, რომელიც აღიარებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული თითოეული პირისათვის.

5. ამ მუხლის 4.(f) პუნქტის მიზნებისათვის გადაწყვეტილება არ მიიჩნევა მიღებულად პირის დაუსწრებლად, თუ:

a) იგი დამტკიცებული ან გამოტანილი იქნა შესაბამისი პირის მიერ მის გაპროტესტების შემდეგ ან

b) თუ იგი გადაეცა აპელაციას, იმ პირობით, რომ ეს აპელაცია დაინტერესებული პირის მიერ იქნა შეტანილი.

6. განხილვის დროს, ამ მუხლის 4.(f) პუნქტის მიზნებისათვის, თუ დაცულია ბრალდებულის მინიმალური უფლებები, მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, ცდილობდა თუ არა შესაბამისი პირი განზრახ მართლმსაჯულებისათვის თავის არიდებას ან ის ფაქტი, რომ ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა მის დაუსწრებლად გამოტანილი გადაწყვეტილება, ირჩია არა გაეკეთებინა ეს. იგივე წესი გამოიყენება, როდესაც შესაბამისი პირი, იყო რა სათანადო წესით გამოძახებული სასამართლოში, აირჩია არ გამოცხადებულიყო ან არ მიუმართავს სასამართლოში გამოცხადების დროის გადადების თაობაზე.

7. მონაწილე არ უნდა დაეყრდნოს საბანკო საიდუმლოებას, როგორც ამ თავის მიხედვით თანამშრომლობაზე უარის საფუძველს. როდესაც ამას მოითხოვს მისი შიდა სამართალი, მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს, რომ მოთხოვნა თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საბანკო საიდუმლოების გახსნას, იყოს სანქციონირებული მოსამართლის ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაზე კანონით უფლებამოსილი სხვა ორგანოს მიერ, პროკურორების ჩათვლით.

8. ამ მუხლის 1.(a) პუნქტში გათვალისწინებული უარის საფუძვლებისათვის ზიანის მიყენების გარეშე:

a) მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ არ უნდა მოიხმოს, როგორც დაბრკოლება ამ თავის მიხედვით თანამშრომლობის გაწევაზე ის ფაქტი, რომ პირი, რომელიც იმყოფება გამოძიების ქვეშე ან რომლის წინააღმდეგაც მოთხოვნის წარმდგენი ორგანოების მიერ გაცემულია კონფისკაციის ბრძანება, წარმოადგენს იურიდიულ პირს;

b)   ის ფაქტი, რომ ფიზიკური პირი, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია ბრძანება დანაშაულებრივი შემოსავლის კონფისკაციის შესახებ შემდგომში გარდაიცვალა ან ის ფაქტი, რომ იურიდიული პირი, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილი იქნა ბრძანება დანაშაულებრივი შემოსავლის კონფისკაციის შესახებ, შემდგომში შეწყვეტს არსებობას, არ უნდა იქნეს მოხმობილი როგორც დამაბრკოლებელი გარემოება 23-ე მუხლის 1.(a) პუნქტის შესაბამისად დახმარების გაწევისათვის;

c)   ის ფაქტი, რომ გამოძიების ქვეშ მყოფი ან მოთხოვნის წარმდგენი ორგანოების მიერ კონფისკაციის ბრძანებას დაქვემდებარებული პირი, რომელიც ნახსენები არის მოთხოვნაში, როგორც ძირითადი სისხლის სამართლის დანაშაულის და როგორც ფულის გათეთრების დანაშაულის ჩამდენი, წინამდებარე კონვენციის 9.2.(b) მუხლის შესაბამისად მოთხოვნის მიმღები მონაწილის მიერ არ უნდა იყოს დაყრდნობილი როგორც ამ თავის მიხედვით თანამშრომლობის დამაბრკოლებელი გარემოებ