1. ცენტრალური ორგანოები ერთმანეთს დაუკავშირდებიან უშუალოდ.
2. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ამ თავის მიხედვით გაკეთებული მოთხოვნები ან შეტყობინებები შეიძლება პირდაპირ იქნეს გადაგზავნილი მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის სასამართლოს ორგანოების მიერ, პროკურორების ჩათვლით, მოთხოვნის მიმღები მონაწილის ანალოგიურ ორგანოებს. ასეთ შემთხვევებში ასლი იმავდროულად უნდა გადაეგზავნოს მოთხოვნის მიმღები მონაწილის ცენტრალურ ორგანოს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის ცენტრალური ორგანოს მეშვეობით.
3. ამ მუხლის 1-ლი ან მე-2 პუნქტის მიხედვით ნებისმიერი მოთხოვნა ან შეტყობინება შეიძლება გაკეთებული იქნას საერთაშორისო სისხლის სამართლის პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მეშვეობით.
4. როდესაც მოთხოვნა გაკეთებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მისი მიმღები ორგანო არ არის კომპეტენტური განიხილოს ეს მოთხოვნა, მან ეს მოთხოვნა განსახილველად უნდა გადასცეს კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს და პირდაპირ აცნობოს ამის შესახებ მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს.
5. ამ თავის მე-2 ნაწილის მიხედვით გაკეთებული მოთხოვნები ან შეტყობინებები, რომლებიც არ მოიცავს იძულების ღონისძიებას, შესაძლებელია მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის კომპეტენტური ორგანოების მიერ პირდაპირ გადაეგზავნოს მოთხოვნის მიმღები მონაწილის კომპეტენტურ ორგანოებს.
6. ამ თავის მიხედვით მოთხოვნების ან შეტყობინების დრაფტები მოთხოვნის წარმდგენი სასამართლო ორგანოების მიერ შეიძლება პირდაპირ გადაეგზავნოს მოთხოვნის მიმღები მონაწილის ანალოგიურ ორგანოებს ფორმალური მოთხოვნის მიღებამდე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაძლებელი იქნას მისი ეფექტურად განხილვა მისი მიღებისთანავე და რომ იგი შეიცავს საკმარის ინფორმაციას და თანდართულ დოკუმენტაციას იმისათვის, რომ შესრულებული იქნას მოთხოვნის მიმღები მონაწილის კანონმდებლობის მოთხოვნებ