1. მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს:

a) ამ თავის შესაბამისად მოთხოვნის საფუძველზე დაწყებული ღონისძიების შესახებ;

b) მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებული ღონისძიების საბოლოო შედეგის შესახებ;

c) ამ თავის მიხედვით ნებისმიერ თანამშრომლობაზე უარის თქმის, გადავადების ან მთლიანად ან ნაწილობრივ განპირობების გადაწყვეტილების თაობაზე;

d) ნებისმიერი გარემოებების შესახებ, რომლებიც შესაძლებელს ხდიან მოთხოვნილი ღონისძიების გატარებას ან სავარაუდოდ მნიშვნელოვნად აყოვნებს მას; და

e)  ამ თავის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით მოთხოვნის შესაბამისად წინასწარი ზომების მიღების შემთხვევაში, მისი შიდა სამართლის იმ დებულებების შესახებ, რომლებიც ავტომატურად გამოიწვევს წინასწარი ზომების შეწყვეტას.

2. მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს:

a)   ნებიმიერი განხლივის, გადაწყვეტილების ან ნებისმიერი სხვა ფაქტის შესახებ, რომლის მიზეზითაც კონფისკაციის ბრძანება მთლიანად ან ნაწილობრივ კარგავს ძალას;

b)  ფაქტიური ან იურიდიული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რისი მიზეზითაც ამ თავის მიხედვით ნებისმიერი ღონისძიების მიღება აღარ არის გამართლებული;

3. როდესაც რომელიმე მონაწილე ერთი და იმავე კონფისკაციის ბრძანების საფუძველზე ითხოვს კონფისკაციას რამოდენიმე მონაწილის ტერიტორიაზე მან ამ მოთხოვნის შესახებ უნდა შეატყობინოს ყველა მონაწილეს, რომლებსაც ეხებათ ამ ბრძანების აღსრულებ