1. კონვენციის მონაწილეებმა უნდა დანიშნონ ცენტრალური ორგანო ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ამ თავის მიხედვით მოთხოვნის წარდგენაზე და მათზე პასუხის გაცემაზე, ასეთი მოთხოვნების შესრულებაზე ან მათ აღსრულებაზე კომპეტენტური ორგანოებისათვის გადაცემაზე.

2. თითოეულმა მონაწილემ კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს უნდა აცნობოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად დანიშნული ორგანოების სახელწოდებები და მისამართებ