1. ამ თავის მიხედვით თანამშრომლობის შესახებ ნებისმიერ მოთხოვნაში მითითებული უნდა იქნას:

a) მოთხოვნის წარმდგენი ორგანო და ორგანო, რომელიც ახორციელებს გამოძიებას ან სამართალწარმოებას;

b) მოთხოვნის ობიექტი და მიზანი;

c)ის საკითხები, შესაბამისი ფაქტების ჩათვლით (ისეთები როგორებიცაა დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი და გარემოებები), რომლებსაც ეხება გამოძიება ან სამართალწარმოება, შეტყობინების მოთხოვნის შეთხვევის გარდა;

d)   იმდენად რამდენადაც მოიცავს იძულების ღონისძიებას:

i.  კანონით გათვალისწინებული დებულებების ტექსტი, ან თუ ეს შეუძლებელია, გამოყენებადი შესაბამისი კანონის დასახელებას;

ii.   მითითება, რომ მოთხოვნილი ღონისძიება ან ნებისმიერ სხვა ზომები, რომლებასაც აქვთ ანალოგიური ძალა  შესაძლებელია მიღებული იქნეს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის ტერიტორიაზე მისი სამართლის მიხედვით;

e)    აუცილებლობის შემთხვევაში და რამდენადაც ეს შესაძლებელია:

i.  დაინტერესებული პირის ან პირების შესახებ მონაცემები, სახელის, დაბადების თარიღისა და ადგილის, მოქალაქეობის და ადგილსამყოფელის ჩათვლით და იურიდიული პირის შემთხვევაში მის იურიდიულ მისამართი; და

ii.  ინფორმაცია იმ ქონების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, მისი მდებარეობის, მისი კავშირის დაინტერესებულ პირთან ან პირებთან, დანაშაულთან ნებისმიერი კავშირის, ასევე ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია სხვა პირების შესახებ, რომლებსაც გააჩნიათ ამ ქონებაზე უფლება; და

f)  ნებისმიერი კონკრეტული პროცედურა, რომლის შესრულებაც სურს მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს.

2. მე-3 ნაწილის მიხედვით წინასწარი ზომების მიღების შესახებ მოთხოვნა ქონების ამოღებასთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება გამოტანილი იქნას კონფისკაციის ბრძანება, რომელიც შეიცავს გარკვეული ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნას, ასევე უნდა მიუთითოს მაქსიმალური თანხა, რომლის ანაზღაურებაც მოითხოვება ამ ქონების ხარჯზე.

3. 1-ლ პუნქტში ნახსენებ მითითებებთან ერთად მე-4 ნაწილის მიხედვით ნებისმიერი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

a)  23-ე მუხლის (a) პუნქტის შემთხვევაში:

i.  მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის სასამართლოს მიერ გამოტანილი კონფისკაციის ბრძანების დამოწმებულ ნამდვილ ასლს და იმ საფუძვლების მტკიცებას რის საფუძველზეც გამოტანილი იქნა ეს ბრძანება, თუ ისინი თავად ბრძანებაში არ არის მითითებული;

ii. მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის კომპეტენტური ორგანოს დასკვნას, რომ კონფისკაციის ბრძანების აღსრულება შესაძლებელია და არ ექვემდებარება ჩვეულებრივი წესით გასაჩივრებას;

iii. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ზომით არის მოთხოვნილი ბრძანების აღსრულება; და

iv.   ინფორმაციას წინასწარი ზომების მიღების აუცილებლობაზე.

b)    23-ე მუხლის 1(b) პუნქტის შემთხვევაში, ფაქტების გადმოცემას, რომელსაც ეყრდნობა მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს მიეცეს შესაძლებლობა გამოიტანოს ბრძანება მისი შიდა სამართლის მიხედვით;

c)   თუ მესამე მხარეებს ჰქონდათ უფლებების მოთხოვნია შესაძლებლობა,, დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ ამგვარ შესაძლებლობა