1. 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი წინასწარი ზომების შესრულების შემდეგ, მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ უშუალოდ და შეძლებისდაგვარად სწრაფად, მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს უნდა მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რამაც შეიძლება ეჭვის ქვეშ დააყენოს ან შეცვალოს ამ ზომების მოცულობა. მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ დაყოვნების გარეშე ასვე უნდა მიაწოდოს ყველა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მოითხოვა მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ და რომლებიც აუცილებელია წინასწარი ზომების იმპლემენტაციისათვის და შესრულებისათვის.

2. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი წინასწარი ზომის შეწყვეტამდე, მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ, როდესაც შესაძლებელია, მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს შესაძლებლობა უნდა მისცეს წაროადგინოს მისი მიზეზები ზომის გაგრძელების სასარგებლოდ.

ნაწილი 4. კონფისკაც