1. სხვა მონაწილის მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც წამოიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ან საქმის წარმოება კონფისკაციის მიზნით, კონვენციის მონაწილემ უნდა მიიღოს აუცილებელი წინასწარი ზომები, როგორებიცაა დაყადაღება ან ამოღება, იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი ოპერაცია, ქონების გადაცემა ან განკარგვა, რომელიც მომდევნო ეტაპზე შეიძლება გახდეს კონფისკაციის მოთხოვნის ობიექტი ან რომელიც შეიძლება იყოს იმგვარი, რომ, დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

2. მონაწილემ, რომელმაც მიიღო მოთხოვნა კონფისკაციის შესახებ 23-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოთხოვნა ამას გულისხმობს, უნდა მიიღოს ამ მუხლის 1-ლ პუნქტში ნახსენები ზომები ნებისმიერ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც არის მოთხოვნის ობიექტი ან რომელიც შეიძლება იყოს ისეთი, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნ