1. თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ სხვა მონაწილის მოთხოვნაზე, მას აქვს მითითებული ვადის განმავლობაში, საბანკო ოპერაციებზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რომლებიც ხორციელდება მოთხოვნაში მითითებული ერთი ან რამდენიმე ანგარიშის მეშვეობით და მისი შედეგები უნდა შეატყობინოს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს.

2. 37-ე მუხლის მოთხოვნებთან ერთად, მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ მოთხოვნაში უნდა მიუთითოს, თუ რატომ მიიჩნევს იგი მოთხოვნილ ინფორმაციას დანაშაულის გამოძიებისათვის შესაბამისს.

3. მონიტორინგის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები მონაწილის კომპეტენტური ორგანოების მიერ, ამ მონაწილის შიდა სამართლის სათანადო გათვალისწინებით.

4. მონიტორინგთან დაკავშირებული პრაქტიკული დეტალები შეთანხმებული უნდა იქნეს მოთხოვნის წარმდგენ და მოთხოვნის მიმღები მონაწილეების კომპეტენტური ორგანოების მიერ.

5. მონაწილეებს შეუძლიათ გაავრცელონ ეს დებულება არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე