1.მხარეები მაქსიმალურად შესაძლო დონეზე ითანამშრომლებენ ერთმანეთთან გამოძიებებსა და სამართალწარმოებაში,რომლებიც მიზნად ისახავენ დანაშაულის ჩადენის იარაღებისა და შემოსავლების კონფისკაციას.
2.თითოეული მხარე მიიღებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა აუცილებელ ზომებს,რომლებიც საშუალებას მისცემენ მას ამ თავში განსაზღვრული პირობებით დააკმაყოფილონ თხოვნები:
a)ქონების ცალკეული ნაწილების კონფისკაციის თაობაზე, რომლებიც წარმოადგენენ შემოსავლებს ან იარაღებს; ასევე თხოვნები შემოსავლების ისეთი კონფისკაციის თაობაზე,რომელიც შედგება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლების ღირებულების შესაბამისი ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნისაგან;
b)საგამოძიებო დახმარების გაწევის და წინასწარი ზომების მიღების თაობაზე, რომლებიც მიზნად ისახავენ „a“პუნქტში მითითებული ნებისმიერი ფორმის კონფისკაციას.
ნაწილი 2 –საგამოძიებო დახმარე