ამ კონვენციის მიზნებისათვის,a),,შემოსავალი’’ ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულიდან მიღებულ ნებისმიერ ეკონომიკურ სიკეთეს. იგი შეიძლება მოიცვადეს ამ მუხლის ‘’b’’ ქვე-პუნქტით განსაზღვრულ ნებისმიერ ქონებას.

b)’’ქონება’’ნიშნავს ნებისმიერი სახის ქონებას,ნივთიერს ან არანივთიერს,მოძრავს ან უძრავს და სამართლებრივ დოკუმენტებს ან აქტებს,რომლებიც ადასტურებენ ამგვარ ქონებაზე უფლებას;

c)’’იარაღები’’ ნიშნავს ნებისმიერ ქონებას გამოყენებულს, ან რომელიც გამოყენებისათვის იყო განზრახული ნებისმიერი გზით, მთლიანად ან ნაწილობრივ,სისხლის სამართლის დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის;

d)’’კონფისკაცია’’ ნიშნავს სასჯელს ან ზომას, რომლის შეფარდება ხდება სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დანაშაულთან ან დანაშაულებთან დაკავშირებული სამართალწარმოების შემდეგ,რასაც შედეგად მოჰყვება ქონების საბოლოო ჩამორთმევა;

e)’’ძირითადი დანაშაული’’ ნიშნავს ნებისმიერ სისხლის სამართლის დანაშაულს, რომლის შედეგადაც მოპოვებული იქნა შემოსავალი,რომელიც შეიძლება გახდეს დანაშაულის ობიექტი ამ კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად.

თავი ΙΙ

ეროვნულ დონეზე მისაღები ზომე