1.თითოეული მხარე მიიღებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა აუცილებელ ზომებს, რომლებიც უფლებამოსილებას მიანიჭებენ მის სასამართლოებს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს მოითხოვონ საბანკო,ფინანსური ან კომერციული ჩანაწერების ხელმისწვდომობა ან მათთვის ყადაღის დადება იმისათვის,რომ განხორციელდეს მე-2 და მე-3 მუხლებში განსაზღვრული ზომები.მხარეს არ შეუძლია თავი აარიდოს ამ მუხლის დებულებების შესაბამისად მოქცევას საბანკო საიდუმლოებების საფუძველზე.
2. თითოეული მხარე განიხილავს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომების მიღების საკითხს,რომელიც საშუალებას მისცემენ მას გამოიყენოს სპეციალური საგამოძიებო მეთოდები,რომლებიც ხელს შეუწყობენ შემოსავლების იდენტიფიკაციას,მათ მოძიებას და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვებას.ასეთი მეთოდები შეიძლება მოიცავდნენ მონიტორინგის ორდერებს,მეთვალყურეობას,ტელეკომუნიკაციური კავშირების კონტროლს,კომპიუტერული სისტემებისადმი ხელმისაწვდომობას და დადგენილებებს სპეციალური დოკუმენტების წარმოების შესახე