1.მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად თანამშრომლობის შესახებ თხოვნის განხილვის დროს, თხოვნის მიმღები მხარე აღიარებს თხოვნის გამგზავნ მხარეში მესამე პირების უფლებებთან დაკავშირებით მიღებულ ნებისმიერ სასამართლო გადაწყვეტილებას.
2.ამგვარ აღიარებაზე შეიძლება ითქვას უარი, თუ:
a)მესამე მხარეებს არ ჰქონდათ ადეკვატური შესაძლებლობები მათი უფლებების დასაცავად; ან
b)გადაწყვეტილება შეუთავსებელია თხოვნის მიმღებ მხარეში ადრე ანალოგიურ საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან; ან
c)იგი შეუთავსებელია თხოვნის მიმღები მხარის საზოგადოებრივ წესრიგთან; ან
d)გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ დებულებების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ეხებიან მიმღები მხარის კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებულ იურისდიქციას.
ნაწილი 7– პროცედურული და სხვა საერთო წესე