1. თუ საქართველო ერთდრულად ერთი და იმავე პირის თაობაზე მიიღებს გადაცემის ან ექსტრადიციის თხოვნას საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა სახელმწიფოსაგან, უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტილებას მიიღებს სტატუტის 90-ე მუხლის შესაბამისად.
2. თუ საქართველო ერთდროულად საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა სახელმწიფოსაგან მიიღებს იდენტურ თხოვნას იმ საკითხებზე თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც არ შეეხება პირის გადაცემას, ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს სტატუტის 93-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად.
3. თუ ერთდროული თხოვნების არსებობისას უფლებამოსილმა ორგანომ დააკმაყოფილა სხვა სახელმწიფოს თხოვნა, იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საერთაშორისო სასამართლო