1. თუ უფლებამოსილ ორგანოს აქვს სერიოზული საფუძველი, რომ თანამშრომლობის თაობაზე საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესრულება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო სასამართლოსთან ითანამშრომლებს სტატუტის 72-ე მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება თხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული მოქმედებების შეჩერების თაობაზე.
3. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე არ დააკმაყოფილოს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა თანამშრომლობის თაობაზე, თუ თხოვნის შესრულება ხელყოფს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.
საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3132 – ვებგვერდი, 23.03.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1686 – ვებგვერდი, 14.12.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.12.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 07.12.2017 კანონი №1686
- 04.03.2015 კანონი №3132
წინა რედაქცია (20.08.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. ეროვნული უშიშსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა 1. თუ უფლებამოსილ ორგანოს აქვს სერიოზული საფუძველი, რომ თანამშრომლობის თაობაზე საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესრულება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ უშიშსაფრთხოებას, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს ერომთავნული უშიშროების საბჭოს და საერთაშორისო სასამართლოსთან ითანამშრომლებს სტატუტის 72-ე მუხლის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ერომთავნული უშიშროებიას საბჭოქვს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება თხოვნის აღშესრულებასთან დაკავშირებული მოქმედებების შეჩერების თაობაზე. 3. უფლებამოსილი ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს ერომთავნული უშიშროების საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე , უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა თანამშრომლობის თაობაზე, თუ თხოვნის შესრულება ხელყოფს საქართველოს ეროვნულ უშიშროება უს საფრთხოების შეუქმნინტერესებს.