1. უფლებამოსილი ორგანო სტატუტის მე-14 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს, აცნობოს საერთაშორისო სასამართლოს, რომ არსებობს ეჭვი იმ დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლის განსჯადობაც ექვემდებარება საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, შემდგომი გამოძიების თხოვნით.
2. უფლებამოსილი ორგანო სტატუტის მე-14 მუხლის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ უგზავნის საერთაშორისო სასამართლოს.
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი № 478 - სსმ I , № 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 195
თავი IV. საერთაშორისო სასამართლოს თხოვ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.08.2003).
წინა რედაქცია (20.08.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. ვითარების შეტყობინება საერთაშორისო სასამართლოსთვის 1. უფლებამოსილი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, სტატუტის მე-14 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს, აცნობოს ვითარება საერთაშორისო სასამართლოს, იმის თაობაზე, რომ არსებობს ეჭვი იმ დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლის განსჯადობაც ექვემდებარება საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, შემდგომი გამოძიების თხოვნით. 2. უფლებამოსილი ორგანო სტატუტის მე-14 მუხლის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ უგზავნის საერთაშორისო სასამართლოს. საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი № 478 - სსმ I , № 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 195 თავი IV. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა