1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შინაარსი უნდა აკმაყოფილებდეს სტატუტით დადგენილ შესაბამის საპროცესო ღონისძიებათა განხორციელებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.

2. თხოვნა უნდა შეიცავდეს:

ა) საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილ მიმოხილვას, ასევე მათ სამართლებრივ კვალიფიკაციას;

ბ) დეტალურ და სრულ ინფორმაციას იმ პირზე, რომლის მიმართაც წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, ასევე დეტალურ ცნობებს პირზე, ადგილზე ან ობიექტზე, რომელთა დადგენა და ამოცნობა საჭიროა აღნიშნული თხოვნის შესასრულებლად;

გ) თხოვნის ობიექტის, ასევე შესასრულებელი პროცედურებისა და მოთხოვნილი დახმარების სრულყოფილ მიმოხილვას.

3. თუ თხოვნა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ პირობებს, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია საერთაშორისო სასამართლოსგან ან/და მისი ორგანოებისგან მოითხოვოს ხარვეზების გამოსწორებ