1. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი და სხვა არაწევრი სახელმწიფოებისათვის,რომლებიც მონაწილეობნენ მის შემუშავებაში.ამ სახელმწიფოებს შეუძლიათ განაცხადონ თავიანთი თანხმობა, იყვნენ ვალდებულნი მისით:

a) ხელმოწერით, რატიფიკაციის,მიღების ან დამტკიცების მიმართ დათქმის გარეშე;ან

b) ხელმოწერით, რომელიც ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას და რომელსაც უნდა მოჰყვეს რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება.

2. სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

3. ეს კონვენცია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას თარიღიდან,როდესაც სამი სახელმწიფო, რომელთაგან, სულ მცირე, ორი უნდა იყოს ევროპის საბჭოს წევრი,1–ლი პუნქტის დებულებათა შესაბამისად გამოთქვამს თავის თანხმობას, იყოს ვალდებული კონვენციით.

4. ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიმართ,რომელიც შემდგომში გამოთქვამს თავის თანხმობას იყოს ვალდებული მისით, კონვენცია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს,რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას თარიღიდან,როდესაც სახელმწიფო 1–ლი პუნქტის დებულებების შესაბამისად გამოთქვამს თავის თანხმობას, იყოს ვალდებული კონვენციი