1. ნებისმიერ სახელმწიფოს ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო, მიღების,დამტკიცების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს შეუძლია განსაზღვროს ის ტერიტორია ან ტერიტორიები,რომელთა მიმართაც გამოიყენება ეს კონვენცია.

2. ნებისმიერ სახელმწიფოს, მოგვიანებით, ნებისმიერ დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული დეკლარაციის მეშვეობით შეუძლია გაავრცელოს ამ კონვენციის გამოყენება დეკლარაციაში მითითებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე.ამ ტერიტორიის მიმართ,კონვენცია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს,რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას გენერალური მდივნის მიერ ამგვარი დეკალარაციის მიღების თარიღიდან.

3. ნებისმიერი დეკლარაცია,გაკეთებული წინა ორი პუნქტის შესაბამისად.ასეთ დეკლარაციაში მითითებული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ,შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვნილი გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული შეტყობინების გზით.გამოთხოვა ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს,რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების თარიღიდა