1.ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დენონსაცია გაუკეთოს ამ კონვენციას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით.

2.დენონსაცია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს,რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან.

3.ამასთან,წინამდებარე კონვენციის გამოყენება გაგრძელდება მე-14 მუხლის შესაბამისად კონფისკაციის ორდერის აღსრულებისას,რისთვისაც თხოვნა გაკეთებულ იქნა ამ კონვენციის დებულებათა შესაბამისად დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღამდ