1.ეს კონვენცია ზეგავლენას არ იქონიებს რაიმე უფლებებსა ან ვალდებულებებზე,რომლებიც გამომდინარეობს მრავალმხრივი კონვენციებიდან სპეციალური საკითხების შესახებ.

2. კონვენციის მხარეებმა შეიძლება ერთმანეთში დადონ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები ამ კონვენციით განსაზღვრულ საკითხებზე, იმ მიზნით,რომ შეავსონ ან გააძლიერონ მისი დებულებები ან ხელი შეუწყონ მასში მოცემული პრინციპების გამოყენებას.

3. თუკი ორ ან მეტ მხარეს შორის უკვე დადებულია შეთანხმება ან ხელშეკრულება რაიმე საკითხზე,რომელსაც ეხება ეს კონვენცია ან მათ სხვაგვარად განსაზღვრეს თავიანთი ურთიერთობები ამ საკითხებთან მიმართებით, მხარეებს უფლება აქვთ გამოიყენონ ის შეთანხმება ან ხელშეკრულება ან მოაწესრიგონ ეს ურთიერთობები წინამდებარე კონვენციის მიუხედავად,თუ ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობა