1.ნებისმიერ სახელმწიფოს,ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო,მიღების,დამტკიცების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს, შეუძლია განაცხადოს,რომ იგი ისარგებლებს ერთი ან მეტი დათქმით, რომელიც უზრუნველყოფილია მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით,მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით,მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით,21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,25-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით.დაუშვებელია სხვა დათქმების გაკეთება.
2.ნებისმიერ სახელმწიფოს,რომელმაც გააკეთა დათქმა წინა პუნქტის შესაბამისად,შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოითხოვოს იგი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული შეტყობინების გზით.უკან გამოთხოვა ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების თარიღიდან.
3. მხარეს,რომელმაც გააკეთა დათქმა ამ კონვენციის დებულებების მიმართ,არ შეუძლია მოსთხოვოს სხვა მხარეს ამ დებულების გამოყენება; ამასთან, თუკი მისი დათქმა ნაწილობრივი ან პირობითია, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი დებულების გამოყენება მის მიერ მიღებული ზომი