1. წინამდებარე ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ, რომლებიც წარმოდგენენ კონვენციის მხარეებს ან ხელმოწერილი აქვთ იგი. ეს ოქმი ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. ხელმომწერი მხარე არ განახორციელებს წინამდებარე ოქმის რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას, თუ მას წინასწარ განუხორციელებია ან ერთდროულად არ განახორციელებს კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება განხორციელდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.
2. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცებისათვის საჭირო მესამე სიგელის დეპონირების შემდგომი სამთვიანი პერიოდის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
3. რაც შეეხება ნებისმიერ ხელმომწერ სახელმწიფოს, რომელიც შემდგომში მოახდენს რატიფიცირების, მიღებისა და დამტკიცების სიგელების დეპონირებას, მისთვის ოქმი ძალაში შევა დეპონირების შემდგომი სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღე