(1) ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ხდება ერთ ეგზემპლარად რუსულ, ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და ფრანგულ ენებზე. ამასთან ამ ენებზე, შესრულებული ყველა ტექსტი ავთენტურია.

(2) ოფიციალურ ტექსტს ნებისმიერ ენაზე, გარდა (1) პუნქტში ნახსენები ენებისა, დაინტერესებული მხარის თხოვნით და ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ ამტკიცებს ისმო-ს გენერალური დირექტორი. ამ პუნქტში ნახსენები ,,დაინტერესებული მხარე” შეიძლება იყოს ისმო-ს ნებისმიერი წევრი სახელმწიფო, რომლის ოფიციალური ან ერთ-ერთი ოფიციალური ენა თხოვნის საგანია, აგრეთვე ევროპის გაერთიანება და ნებისმიერი სხვა სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება ამ ხელშეკრულების მონაწილე გახდეს, თუ მისი ერთ-ერთი ოფიციალური ენა თხოვნის საგანი