(1) ისმო-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ამ ხელშეკრულების მონაწილე.
(2) ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობის მისაღებად ნებისმიერი იმ სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის დაშვების თაობაზე, რომელიც აცხადებს, რომ კომპეტენტურია და აქვს თავისი, ამგვარი ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოსათვის სავალდებულო ნორმატიული ბაზა ამ ხელშეკრულებით დარეგულირებულ საკითხებზე და თავისი შინაგანი პროცედურების შესაბამისად სათანადოდ უფლებამოსილია გახდეს ამ ხელშეკრულების მონაწილე.
(3) ევროპის გაერთიანებას, რომელმაც წინა პუნქტში ნახსენები განცხადება ამ ხელშეკრულების მიმღებ დიპლომატიურ კონფერენციაზე გააკეთა, შეუძლია გახდეს ამ ხელშეკრულების მონაწილ