(1)(ა) ამ ხელშეკრულების დამდები მხარეები აფუძნებენ ასამბლეას.

(ბ) ამ ხელშეკრულების დამდები ყოველი მხარე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები, მრჩევლები და ექსპერტები.

(გ) ყოველი დელეგაციის ხარჯებს იხდის ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელმაც ის დანიშნა. ასამბლეას შეუძლია ფინანსური დახმარება სთხოვოს ისმო-ს, რათა ხელი შეუწყოს ასამბლეის მუშაობაში ხელშეკრულების დამდები იმ მხარეების მონაწილეობას, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად განვითარებად ქვეყნებად განიხილებიან ან საბაზრო ეკონომიკაზე გადაცვლის პროცესში არიან.

(2)(ა) ასამბლეა განიხილავს ამ ხელშეკრულების დაცვას, განვითარებას, გამოყენებასა და მოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

(ბ) ასამბლეა ახორციელებს მასზე 26(2)მუხლით დაკისრებულ ფუნქციას ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობის მისაღებად დაუშვას ზოგიერთი სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია.

(გ) ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას ამ ხელშეკრულების გადასინჯვის მიზნით ნებისმიერი დიპლომატიური კონფერენციის მოწვევის თაობაზე და ისმო-ს გენერალურ დირექტორს აძლევს აუცილებელ მითითებებს ამგვარი დიპლომატიური კონფერენციის მოსამზადებლად.

(3)(ა) ამ ხელშეკრულების დამდებ ყოველ მხარეს, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს, ერთი ხმა აქვს და ხმას მხოლოდ თავისი სახელით აძლევს.

(ბ) ამ ხელშეკრულების დამდებ ყოველ მხარეს, რომელიც სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ნაცვლად. ხმების რაოდენობა ემთხვევა ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების რაოდენობას, რომლებიც ამ ხელშეკრულების დამდები მხარეებია. ასეთი სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში, თუ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებიდან ნებისმიერი იყენებს თავისი ხმის უფლებას და პირიქით.

(4) ანსამბლეა მორიგ სესიებზე იკრიბება ორ წელიწადში ერთხელ. სესიებს იწვევს ისმოს-ს გენერალური დირექტორი.

(5) ანსამბლეა იღებს თავის საპროცედურო წესებს, მათ შორის, რიგგარეშე სესიების მოწვევის, კვორუმის მოთხოვნებისა და, ამ ხელშეკრულების დებულებების გათვალისწინებით, სხვადასხვა გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი უმრავლესობის თაობაზ