(1) (ა) ამ ხელშეკრულების დამდები მხარეები აფუძნებენ ასამბლეას.

(ბ)  ამ  ხელშეკრულების  დამდები  ყოველი  მხარე  შეიძლება  წარმოდგენილი იყოს ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები, მრჩევლები და ექსპერტები.

(გ)  ყოველი  დელეგაციის  ხარჯებს  იხდის  ხელშეკრულების  დამდები  მხარე, რომელმაც ის დანიშნა. ასამბლეა შეუძლია ფინანსური დახმარება სთხოვოს ისმო-ს, რათა ხელი შეუწყოს ასამბლეის მუშაობაში ხელშეკრულების დამდები იმ მხარეების მონაწილეობას, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად განვითარებად ქვეყნებად განიხილებიან ან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში არიან.

(2)  (ა)  ასამბლეა  განიხილავს  ამ  ხელშეკრულების  დაცვას,  განვითარებას, გამოყენებასა და ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

(ბ) ასამბლეა ახორციელებს მასზე 26(2) მუხლით დაკისრებულ ფუნქციას ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობის მისაღებად დაუშვას ზოგიერთი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია.

(გ) ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას ამ ხელშეკრულების  გადასინჯვის მიზნით ნებისმიერი დიპლომატიური კონფერენციის მოწვევის თაობაზე და ისმო-ს გენერალურ დირექტორს აძლევს აუცილებელ  მითითებებს  ამგვარი დიპლომატიური  კონფერენციის  მოსამზადებლად.

(3) (ა) ამ ხელშეკრულების დამდებ ყოველ მხარეს, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს, ერთი ხმა აქვს და ხმას მხოლოდ თავისი სახელით აძლევს.

(ბ)        ამ        ხელშეკრულების        დამდებ       ყოველ        მხარეს,       რომელიც სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ნაცვლად. ხმების რაოდენობა ემთხვევა  ამ  ორგანიზაციის  წევრი  სახელმწიფოების  რაოდენობას,  რომლებიც  ამ ხელშეკრულების  დამდები  მხარეებია.  ასეთი  სამთავრობათაშორისო  ორგანიზაცია არ      იღებს      მონაწილეობას      კენჭისყრაში,     თუ      ამ      ორგანიზაციის      წევრი სახელმწიფოებიდან ნებისმიერი იყენებს თავის ხმის უფლებას და პირიქით.

(4)  ასამბლეა  მორიგ  სესიებზე  იკრიბება  ორ  წელიწადში  ერთხელ  სესიებს იწვევს ისმო-ს გენერალური დირექტორი.

(5)  ასამბლეა  იღებს  თავის  საპროცედურო  წესებს,  მათ  შორის  რიგგარეშე სესიებს  მოწვევის, კვორუმის  მოთხოვნებისა  და, ამ  ხელშეკრულების  დებულებების გათვალისწინებით,   სხვადასხვა    გადაწყვეტილების    მისაღებად    აუცილებელი უმრავლესობის  თაობაზე.

მული 25. საერთაშორისო ბიურო

ამ  ხელშეკრულების  შესაბამისად  ისმო-ს   საერთაშორისო ბიურო ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებ