მუხლი 30. ხელშეკრულებაში მონაწილეობის დაწყების თარიღი ეს ხელშეკრულება სავალდებულო ხდება:
თავი V — ადმინისტრაციული და დასკვნითი დებულებები
(i) 29-ე მუხლში ნახსენები 30 სახელმწიფოსათვის ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან;
(ii) ყოველი სხვა სახელმწიფოსათვის ამ სახელმწიფოს მიერ ისმო-ს გენერალური დირექტორისათვის თავისი დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან სამი თვის შემდეგ;
(iii) ევროპის გაერთიანებისათვის სარატიფიკაციო ან ხელშეკრულებასთან მიერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან სამი თვის შემდეგ, თუ ეს დოკუმენტი შესანახად ჩაბარდა ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ 29-ე მუხლის შესაბამისად, ან ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ, თუ ეს დოკუმენტი შესანახად ჩაბარდა ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე;
(iv) ნებისმიერი სხვა სამთავრობათაშორისო ორგანიზაციისათვის, რომელიც დაშვებულია ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობის მისაღებად, ხელშეკრულებასთან მიერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიან სამი თვის შემდე
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ისმო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია ჟენევა საავტორო და მომიჯნავე უფლებების ზოგიერთი საკითხისადმი მიძღვნილი დიპლომატიური კონფერენცია ჟენევა, 2-20 დეკემბერი, 1996 წ.
ისმო-ს ხელშეკრულება შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ მიღებულია დიპლომატიური კონფერენციის მიერ“, მუხლი 30, №700/1, 20.05.2002, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016263 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2446522/muxli-30/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია