(1) შემსრულებლისათვის ამ ხელშეკრულებით დაწესებული დაცვის ვადა გრძელდება არანაკლებ 50 წლის განმავლობაში იმ წლის ბოლოდან, როდესაც შესრულდება ფონოგრამაზე ჩაწერა.
(2) ფონოგრამის დამამზადებლებისათვის ამ ხელშეკრულებით დაწესებული დაცვის ვადა გრძელდება არანაკლებ 50 წლის განმავლობაში იმ წლის ბოლოდან, როდესაც ფონოგრამა გამოქვეყნდა ან, თუ ფონოგრამის ჩაწერიდან ამგვარი გამოქვეყნება 50 წლის განმავლობაში არ მომხდარა, 50 წლის განმავლობაში იმ წლის ბოლოდან, როცა ჩაწერა მოხდ