1. ხელშემკვრელ მხარეთა სათათბირო ენებს წარმოადგენენ ინგლისური, არაბული, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული, თუ საპროცედურო წესებში სხვა რამ არაა გათვალისწინებული.

2. მოხსენებები, რომლებიც წარედგინება 32-ე მუხლის აღსასრულებლად, მზადდება მათი წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ენაზე, ანდა ერთიან დადგენილ ენაზე, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საპროცედურო წესებში. თუ მოხსენება წარედგინება სახელმწიფო ენაზე, რომელიც არ წარმოადგენს დადგენილ ენას, ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს ამ მოხსენების თარგმანს დადგენილ ენაზე.

3. მიუხედავად დებულებებისა, რომელთაც შეიცავს მე-2 პუნქტი, კომპესაციის მიღების შემთხვევაში სამდივნო საკუთარ თავზე აიღებს იმ მოხსენებათა თარგმანის უზრუნველყოფას დადგენილ სამოხსენებო ენაზე, რომლებიც წარმოდგენილია სხვა ნებისმიერ სათათბირო ენაზ