1.წინამდებარე კონვენციის დებულებები არ ეხება მათ კანონმდებლობაში ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობებს ინფორმაციის გამჟღავნებისაგან დაცვაში. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის ,,ინფორმაცია’’ მოიცავს, კერძოდ, ინფორმაციას, დაკავშირებულს ეროვნულ უშიშროებასთან ან ბირთვული მასალების ფიზიკურ დაცვასთან; ინფორმაციას, რომელიც დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებით ანდა სამრეწველო ან კომერციული კონფიდენციალურობის მოთხოვნებით, ასევე პირადული ხასიათის ცნობებს.

2. თუ წინამდებარე კონვენციის კონტექსტში ხელშემკვრელი მხარე წარადგენს ინფორმაციას, რომელსაც იგი განსაზღვრავს როგორც დაცულს 1-ლ პუნქტში გადმოცემული აღწერის მიხედვით, ასეთი ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ იმ მიზნით, რითაც იგი წარდგენილ იქნა და მისი კონფიდენციალურობა დაცულია.

3. ინფორმაციისადმი, რომელიც დაკავშირებულია გამოყენებულ საწვავთან ან რადიოაქტიურ ნარჩენებთან, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ძალით, წინამდებარე კონვენციის დებულებები არ ეხება შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის ექსკლუზიურ უფლებას, გადაწყვიტოს:

i) არის თუ არა ასეთი ინფორმაცია დახურული ანდა სხვაგვარად კონტროლირებადი მისი გამჟღავნების დაუშვებლობის მიზნით;

ii) საჭიროა თუ არა ზემოთ, i) პუნქტში ხსენებული ინფორმაციის მიწოდება წინამდებარე კონვენციის კონტექსტში; და

iii) კონფიდენციალურობის რა პირობები უნდა გამოიყენებოდეს ასეთი ინფორმაციისადმი, თუ იგი მიეწოდება წინამდებარე კონვენციის კონტექსტში.

4. კამათის შინაარსი, ეროვნული მოხსენებების განხილვისას განხილვის შესახებ ყველა თათბირზე, რომელიც ტარდება 30-ე მუხლის შესაბამისად, კონფიდენციალური