1. ხელშემკვრელი მხარეები ატარებენ თათბირს მოხსენებათა განხილვის მიზნით, რომლებიც წარედგინება 32-ე მუხლის აღსრულებისათვის.

2. განხილვის შესახებ თითოეულ თათბირზე ხელშემკვრელი მხარეები:

i) განსაზღვრავენ შემდგომი ასეთი თათბირის ჩატარების თარიღს, ამასთან თათბირები განხილვის შესახებ ტარდება ინტერვალით, რომელიც არ აღემატება სამ წელიადს;

ii) შეუძლიათ განიხილონ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით მიღებული ზომები და მიიღონ ცვლილებები კონსენსუსის საფუძველზე, თუ საპროცედურო წესებში სხვა რამ არაა გათვალისწინებული. მათ ასევე შეუძლიათ კონსენსუსის საფუძველზე შეიტანონ შესწორებები საპროცედურო და საფინანსო წესებში.

3. განხილვის შესახებ თითოეულ თათბირზე ყოველ ხელშემკვრელ მხარეს გააჩნია გონივრული შესაძლებლობა, განიხილოს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წარდგენილი მოხსენებები და მოითხოვოს განმარტებები ასეთ მოხსენებებზ