თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს სათანადო ზომებს ბირთვული დანადგარის ექსპლუატაციიდან მოხსნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასეთი ზომები ითვალისწინებს:
i) კვალიფიციური პერსონალისა და საკმარისი ფინანსური რესურსების არსებობას;
ii) 24-ე მუხლის დებულებათა გამოყენებას რადიაციული დაცვისადმი, გამოტყორცნებისა და დაუგეგმავი ან უკონტროლო გამოსროლებისადმი ექსპლუატაციის პერიოდში;
iii) 25-ე მუხლის დებულებათა გამოყენებას ავარიული მზადყოფნისადმი; და
iv) ექსპლუატაციიდან მოხსნისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დოკუმენტური აღრიცხვის წარმოებას.