1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, რომელიც მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაში, იღებს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა ასეთი გადაადგილება ხორციელდებოდეს წინამდებარე კონვენციის დებულებათა და ამ საკითხის შესახებ საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტების დაცვით, რომელთაც გააჩნიათ სავალდებულო ძალა.

ამასთან:

i) ხელშემკვრელი მხარე-წარმოშობის სახელმწიფო ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა ტრანსსასაზღვრო გადაადგილება ნებადართული იყოს და ხდებოდეს მხოლოდ დანიშნულების სახელმწიფოსათვის წინასწარი შეტყობინების გზით და მისი ნებართვით;

ii) ტრანსსასაზღვრო გადაადგილება ტრანზიტის სახელმწიფოს გავლით ხორციელდება იმ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების პირობით, რომელიც შეესაბამება ტრანსპორტის კონკრეტულ, გამოყენებად სახეობებს;

iii) ხელშემკვრელი მხარე – დანიშნულების სახელმწიფო იძლევა ტრანსსასაზღვრო გადაადგილების ნებართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას გააჩნია ადმინისტრაციული და ტექნიკური საშუალებები, ასევე მარეგულირებელი საფუძველი, აუცილებელი გამოყენებულ საწვავთან ან რადიოაქტიურ მასალებთან მოპყრობისათვის ისეთნაირად, რათა ეს შეესაბამებოდეს წინამდებარე კონვენციას.

iv) ხელშემკვრელი მხარე – წარმოშობის სახელმწიფო იძლევა ტრანსსასაზღვრო გადაადგილების ნებართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას დანიშნულების სახელმწიფოსთან შეთანხმებით შეუძლია დარწმუნდეს, რომ iii) ქვეპუნქტის მოთხოვნები დაკმაყოფილდა ტრანსასაზღვრო გადაადგილების დაწყებამდე;

v) ხელშემკვრელი მხარე – წარმოშობის სახელმწიფო ღებულობს შესაბამის ზომებს საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნებისათვის ნებართვის გასაცემად, თუ ტრანსსასაზღვრო გადაადგილება არ განხორციელებულა ან შეუძლებელია განხორციელდეს წინამდებარე მუხლის შესაბამისად, იმ პირობით,  რომ შეუძლებელია განხორციელდეს ასევე ალტერნატიული უსაფრთხო ღონისძიებები.

2. ხელშემკვრელი მხარე არ გასცემს ლიცენზიებს თავისი გამოყენებული საწვავის ან თავისი რადიოაქტიური ნარჩენების გაგზავნაზე შესანახად ან დასამარხად სამხრეთის განედის 60 გრადუსზე უფრო სამხრეთით.

3. არაფერი წინამდებარე კონვენციაში არ აზარალებს და არ ეხება:

i) ყველა სახელმწიფოს გემებისა და საფრენი აპარატების მიერ საზღვაო და სამდინარო ზღვაოსნობისა და საჰაერო ნავიგაციის უფლების განხორციელებას, როგორც ამას ითვალისწინებს საერთაშორისო სამართალი;

ii) ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებას, სადაც ხორციელდება გადასამუშავებელი რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი, დაუბრუნოს წარმოშობის სახელმწიფოს ან უზრუნველყოს მისთვის რადიოაქტიური ნარჩენებისა და გადამუშავების სხვა პროდუქტების დაბრუნება;

iii) ხელშემკვრელი მხარის უფლებას, მოახდინოს თავისი გამოყენებული საწვავის ექსპორტირება გადასამუშავებლად;

iv) ხელშემკვრელი მხარის უფლებას, სადაც ხორციელდება გადასამუშავებელი რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი, დაუბრუნოს წარმოშობის სახელმწიფოს, ან უზრუნველყოს მისთვის რადიოაქტიური ნარჩენებისა და გადამუშავების სხვა პროდუქტების დაბრუნებ