1. სააგენტო უფლებამოსილია ჩაერთოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოსგან მიიღებს შეტყობინებას ამ სახელმწიფოში საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით საქართველოს გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ.
2. სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იწყებს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სათანადო საფუძველი, რომ სხვა სახელმწიფოში საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება ზემოქმედებას მოახდენს საქართველოს გარემოზე, და ამის შესახებ შეტყობინება სხვა სახელმწიფოსგან მიღებული არ არის.
3. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შემდეგ სააგენტო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე მართავს კონსულტაციებს იმ სახელმწიფოსთან, სადაც საქმიანობა ან სტრატეგიული დოკუმენტი ხორციელდება.
4. სხვა სახელმწიფოსთან კონსულტაციების გამართვამდე სააგენტო უზრუნველყოფს ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით აღნიშნული კონსულტაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას ექვემდებარება.
5. საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს სააგენტო, თუ გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგად სხვა რამ არ დადგინდება.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
თავი VI
საექსპერტო კომის
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №786
- 22.02.2023 კანონი №2601
- 17.03.2022 კანონი №1445
წინა რედაქცია (21.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 41. საქართველოს საზღვრების გარეთ საქმიანობისა და სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა 1. სამიაგენისტრო უფლებამოსილია ჩაერთოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოსგან მიიღებს შეტყობინებას ამ სახელმწიფოში საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით საქართველოს გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ. 2. სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იწყებს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სათანადო საფუძველი, რომ სხვა სახელმწიფოში საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება ზემოქმედებას მოახდენს საქართველოს გარემოზე, და ამის შესახებ შეტყობინება სხვა სახელმწიფოსგან მიღებული არ არის. 3. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შემდეგ სამიაგენისტრო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე მართავს კონსულტაციებს იმ სახელმწიფოსთან, სადაც საქმიანობა ან სტრატეგიული დოკუმენტი ხორციელდება. 4. სხვა სახელმწიფოსთან კონსულტაციების გამართვამდე სამიაგენისტრო უზრუნველყოფს ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით აღნიშნული კონსულტაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას ექვემდებარება. საზოგადოების ინფორმირება ხდება ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით. 5. საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გასწნაზღაურევბს სამიაგენისტრო, თუ გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგად სხვა რამ არ დადგინდება. თავი VI საექსპერტო კომისია