თავი IV — ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და ამ კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებაში სათანადოდ ასახოს საზოგადოების მონაწილეობის შედეგები.
11. საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებულ ან/და სააგენტოსთვის წარდგენილ შენიშვნებსა და მოსაზრებებს, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს არ ეხება, სააგენტო უგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ორგანოებს)/მუნიციპალიტეტს (მუნიციპალიტეტებს).
2. სააგენტო ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უზრუნველყოს საზოგადოებისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის დროულად, ამ თავით დადგენილი წესით, შესაბამისი საშუალებებით მიწოდება.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №786
- 22.02.2023 კანონი №2601
წინა რედაქცია (21.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. საზოგადოების მონაწილეობის შედეგების გათვალისწინება 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და ამ კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებაში სათანადოდ ასახოს საზოგადოების მონაწილეობის შედეგები. 11. საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებულ ან/და სააგენტოსთვის წარდგენილ შენიშვნებსა და მოსაზრებებს, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს არ ეხება, სააგენტო უგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ორგანოებს)/მუნიციპალიტეტს (მუნიციპალიტეტებს). 2. სააგენტო ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო ვს მიერ გალდაწყვებუტილებია მისი მიღების შემდეგ უზრუნველყოს საზოგადოებისთვის მიაღებნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოადებ, ა ამ თავით დადგენილი წესით, შესაბამისი საშუალებების გათ მიწოყდენებითა.