1. საზოგადოებას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

2. საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:

ა) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ბ) სგშ-ისადმი დაქვემდებარებულ სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების შემთხვევაშ